Pages

Monday, April 1, 2019

ძიძად მუშაობდა... იმ ბავშვის დედამ ნახა, რომელსაც უვლიდა" - რა ვიცით მილანში გარდაცვლილ 27 წლის გოგონაზე

31 მარ­ტის დი­ლას, მი­ლან­ში 27 წლის ქარ­თვე­ლი მეცო-სოპ­რა­ნო იზა ქავ­თა­რა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლობ­და, სექ­ტემ­ბერ­ში კი სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ქავ­თა­რა­ძე ახ­ლა­ხან მი­ლა­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში უგა­მოც­დოდ ჩა­ი­რი­ცხა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, მა­ნამ­დე კი იტა­ლი­უ­რი პრე­სა აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "ჰე­რო­ი­ნის კი­დევ ერთი მსხვერ­პლი", რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ შა­ბათს, და­ახ­ლო­ე­ბით, სა­ღა­მოს 10 სა­ა­თის­თვის, მი­ლან­ში, მა­უ­რი მა­კის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­როს ერთ-ერთ ნო­მერ­ში ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი იპო­ვეს. რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბა სა­ხელ­დე­ბა, რა­საც იზას ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მო­რი­ცხა­ვენ.
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იზა ქავ­თა­რა­ძეს გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა ეს გახ­და.
ია შა­ლი­კაშ­ვი­ლი, იზას მა­მი­და:
"იზა ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი, ნი­ჭი­ე­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და თბი­ლი გო­გო­ნა იყო. თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სექ­ტემ­ბერ­ში სტუ­დენ­ტუ­რი ვი­ზით მი­ლან­ში წა­ვი­და სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობ­და, შემ­დეგ კი მი­ლა­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში შე­ი­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი. რო­დე­საც მისი მო­ნა­ცე­მე­ბი უნა­ხავთ, ახ­ლა­ხან უგა­მოც­დოდ ჩა­უ­რი­ცხავთ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში.
ვი­ნა­ი­დან იზას ოჯა­ხი ხელ­მოკ­ლედ ცხოვ­რობ­და, სწავ­ლის­თვის სა­ჭი­რო ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე იზამ თა­ვად იზ­რუ­ნა და ერთ სო­ლი­დურ ოჯახ­ში ბავ­შვის ძი­ძად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა გავ­რცელ­და იზა­ზე, თით­ქოს ნარ­კო­ტი­კი გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, რაც სი­სუ­ლე­ლეა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი. ასე­თი რომ ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლი ოჯა­ხი ან­დობ­და ასეთს თა­ვის შვილს მო­სავ­ლე­ლად?
გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა ღა­მით, ანუ გუ­შინ­წინ, იზამ მშობ­ლებს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­დაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ჰყვე­ბო­და, რო­გო­რი კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რი იყო ფე­დე­რი­კა ფა­ბის ოჯახ­საც, სა­დაც ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, სიყ­ვა­რუ­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­და მათ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment