Pages

Sunday, April 21, 2019

ხო ძმები ვართ? 5 მეგავატიანი ჰესის გამო ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე არ შეიძლება" - გახარია პანკისელებს

5 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი ჰე­სის გამო ფორ­მა­ში ადა­მი­ა­ნებს ქვე­ბი ეს­რო­ლეთ? ასე არ შე­იძ­ლე­ბა" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პან­კი­სე­ლებს. მი­ნის­ტრი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ჩა­ვი­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ერთი რამ მი­თხა­რით, გა­სა­ყო­ფი რა გაქვთ? ჰე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თუ ვართ, ჩვენ ხო ერთი ვართ, ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. ხო ძმე­ბი ვართ? ძმუ­რად გვი­ცხოვ­რია? 5 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი ჰე­სის გამო ფორ­მა­ში ადა­მი­ა­ნებს ქვე­ბი ეს­რო­ლეთ? ასე არ შე­იძ­ლე­ბა" - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.
გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად 15 პო­ლი­ცი­ე­ლია და­შა­ვე­ბუ­ლი.
"მე ვფიქ­რობ, რომ რო­დე­საც შსს-ს ჰყავს 15 მო­სამ­სა­ხუ­რე დაზ­რა­ლე­ბუ­ლი, რო­დე­საც ტექ­ნი­კა იწ­ვის, ახლა სხვა რა­მე­ზე უნდა ვიზ­რუ­ნოთ და ჰეს­ზე ვი­სა­უბ­როთ შემ­დეგ... თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც დღეს აქ დგას, იცავს ყვე­ლას ინ­ტე­რესს, მათ შო­რის სო­ფელ ბირ­კი­ა­ნის მო­სახ­ლო­ე­ბის ინ­ტე­რეს­საც. მოხ­და რა­ღაც ექ­სცე­სი, რის გა­მოც და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია და მო­ვე­რე­ვით ყვე­ლა­ფერს. ისე მივ­ხე­დავთ, რო­გორც სა­ჭი­როა", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.
პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ ბირ­კი­ან­თან მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი იყო. პო­ლი­ციამ რე­ზი­ნის ტყვი­ები და ცრემლსა­დენი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბმა პო­ლი­ცი­ელბს ქვე­ბი და­უ­ში­ნეს. ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შავ­დნენ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, ისე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც. და­ზი­ან­და პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლი, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნე­ბი.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment