Pages

Friday, April 19, 2019

პროფესიონალი ფეხბურთელები სოცმედიას ბოიკოტს უცხადებენ

ინგლისსა და უელსში პროფესიონალი ფეხბურთელები სოციალურ მედიას ბოიკოტს უცხადებენ. პროტესტი 19 აპრილს დაიწყო და 24 საათს გასტანს. ამის შესახებ BBC წერს.
პროტესტის ეს ფორმა ფეხბურთელებმა მას შემდეგ აირჩიეს, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე სეზონში სოციალურ მედიაში შეურაცხმყოფელი გზავნილები გასაჯაროვდა.
რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტან ეშლი იანგზე Twitter-ზე რასისტული შინაარსის შეტყობინებები გავრცელდა.

No comments:

Post a Comment