წყნეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა გამოაცხადა.
37 წლის სოსო ცერექაშვილს თავისი მამის მკვლელობა ედება ბრალად. ბრალდებულმა მამას 1954 წელს დაბადებულ გ.ც.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე დაიღუპა.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
imedinews.ge
No comments:
Post a Comment