Pages

Sunday, April 14, 2019

მესის მეუღლე მწერდა... თვალებს არ დავუჯერე" - როგორ აღმოჩნდა ქართველი დიზაინერის შექმნილი აქსესუარები ფეხბურთის ვარსკვლავების სახლებში

ჩვენს დრო­ში დი­ზა­ი­ნის სამ­ყა­რო იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლია რა­ი­მე ორი­გი­ნა­ლუ­რის და ამავდრო­უ­ლად, პრაქ­ტი­კუ­ლის შექ­მნა. თუმ­ცა სურ­ვი­ლი­სა და სა­ჭი­რო უნა­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ეს­პა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ლელი ცის­კა­რა­ულ­მა მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნიშა აირ­ჩია და ახალ­შო­ბი­ლის ოთა­ხის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის სა­კუ­თა­რი, უნი­კა­ლუ­რი სტი­ლი და­ამ­კვიდ­რა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Decosweetbcn-ის ბრენ­დის ქვეშ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი უკვე არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის შვი­ლე­ბის ოთახს ამ­შვე­ნებს, მათ შო­რის არი­ან მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ლი­ო­ნელ მესი, იკერ კა­სი­ლა­სი და ჯორ­დი ალბა.
რო­გორ შე­იქ­მნა Decosweetbcn და რო­გო­რი იყო გზა წარ­მა­ტე­ბის­კენ - ამის შე­სა­ხებ ლელი ცის­კა­რა­უ­ლი intermedia.ge-სთან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბა.
ლელი, თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია ეს­პა­ნეთ­ში, იქ­ნებ გვი­ამ­ბოთ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ამ ქვე­ყა­ნა­ში?
სა­ქარ­თვე­ლო­ში ვსწავ­ლობ­დი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­ხატ­ვრო დი­ზა­ინ­ზე. 19 წლის ვი­ყა­ვი, როცა მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე გრა­ფი­კულ დი­ზა­ი­ნე­რად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ვე­რა­ნა­ი­რი წინსვლა, ვერც ეკო­ნო­მი­კუ­რი და ვერც პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ვერ ვნა­ხე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 12 სა­ა­თი ვმუ­შა­ობ­დი, ჩემი ხელ­ფა­სი იყო მი­ნი­მა­ლუ­რი. 22 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტე, ევ­რო­პა­ში მე­ცა­და ბედი. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის წინსვლას ეძებს. ამი­ტომ ვფიქ­რობ­დი, რომ თუ მინ­დო­და ჩემი მიზ­ნის­თვის მი­მეღ­წია, გარ­კვე­უ­ლი დრო­ით სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. ალ­ბათ, ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი და „კა­რი­ე­რის­ტი“ ვარ.
ეს­პა­ნეთ­ში ჩემი პირ­ვე­ლი წლე­ბი ისე­თი­ვე რთუ­ლი იყო, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ემიგ­რან­ტის­თვის. პირ­ვე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რჯერ ვი­ფიქ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ სი­ა­მა­ყემ არ გა­მიშ­ვა. როცა ენა უკვე კარ­გად ვის­წავ­ლე, დავ­ფიქ­რდი, სად ვი­ყა­ვი და რა მინ­დო­და. გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლა და და­ვი­წყე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ძებ­ნა. ეს­პა­ნეთ­ში და­ვამ­თავ­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა დი­ზა­ი­ნის გან­ხრით. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პრაქ­ტი­კა გა­ვი­ა­რე “Pepe jeans”-ში სტა­ჟი­ორ დი­ზა­ი­ნე­რად. ერთი წლის მან­ძილ­ზე ვი­მუ­შა­ვე “virginie verrierer”-ის ერთი სე­ზო­ნის მთლი­ა­ნი კო­ლექ­ცი­ის დი­ზა­ინ­ზე. ამა­სო­ბა­ში და­ვო­ჯახ­დი კი­დეც, ჩემი მე­უღ­ლე ეს­პა­ნე­ლია.
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია იმ ფაქ­ტმა, რომ თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბით ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ლი­ო­ნელ მესი და­ინ­ტე­რეს­და. იქ­ნებ მოგ­ვიყ­ვეთ ამის შე­სა­ხებ?
ეს ამ­ბა­ვი და­ი­წყო იქი­დან, რომ რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი შე­ი­ძი­ნა და ინ­სტაგ­რამ­ზე გა­ა­ზი­ა­რა ჯორ­დი ალ­ბას მე­უღ­ლემ, რო­მე­ლიც ლე­ო­ნელ მე­სის მე­უღ­ლის კარ­გი მე­გო­ბა­რია. ვფიქ­რობ, სწო­რედ მის გვერ­დზე ნახა ან­ტო­ნე­ლამ ჩვე­ნი ბრენ­დი. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მი­ვი­ღე მე­ი­ლი მე­სის მე­უღ­ლის­გან. გვწერ­და, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო და სურ­და ჩვე­ნი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა. არ მო­გა­ტყუ­ებთ, თვა­ლებს არ და­ვუ­ჯე­რე. ალ­ბათ, ათ­ჯერ მა­ინც წა­ვი­კი­თხე, რათა დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, მარ­თა­ლი იყო თუ არა.
შემ­დეგ, პი­რა­დად ვი­სა­უბ­რეთ ტე­ლე­ფონ­ზე ქსო­ვი­ლე­ბის, ფე­რე­ბი­სა და კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. როცა მი­ი­ღო გზავ­ნი­ლი, მომ­წე­რა, რომ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო ყვე­ლაფ­რით, შემ­დეგ თა­ვის ინ­სტაგ­რამ­ზეც გა­ა­ზი­ა­რა პრო­დუქ­ტის ფოტო და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და decosweetbcn-ს ასე­თი ლა­მა­ზი ნა­მუ­შევ­რის­თვის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ისე­თი კმა­ყო­ფი­ლი იყო, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი­დევ შეგ­ვიკ­ვე­თა პრო­დუქ­ცია თა­ვი­სი დის­შვი­ლის­თვის. მა­ნამ­დე იკერ კა­სი­ლა­სის მე­ო­რე შვი­ლის­თვი­საც შევ­კე­რეთ „cuco” - ბავ­შვის ჩა­საწ­ვე­ნი კა­ლა­თი 
ambebi.ge

No comments:

Post a Comment