Pages

Tuesday, April 16, 2019

ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება დასახელდა

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად ავიამიმართულებად ავსტრიის დედაქალაქი დასახელდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ აეროპორტის დატვირთვის მიხედვით ავრცელებს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

2019 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულში ვენის შემდეგ მოხვდა რომი. მესამე ადგილს პრაღა იკავებს. მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი ბერლინი და მემინგემი (გერმანია) ინაწილებენ.
2019 წლის პირველ კვარტალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 156,784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის (2018 წლის 3 თვე - 78020) ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101% მეტია.
ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს ACI EUROPE-ს თებერვლის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 111,3%-იანი ზრდით ევროპის აეროპორტებში პირველ ადგილზეა. 87,3%-იანი ზრდით ბათუმის აეროპორტი მეორე ადგილს იკავებს. ACI EUROPE-ს მონაცემებში საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში ხუთ მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.
2019 წლის აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე ახალი მიმართულება ემატება
imedinews.ge

No comments:

Post a Comment