Pages

Wednesday, April 3, 2019

ჩინეთში დაწყებით სკოლაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთში დანით შეიარაღებული კაცი დაწყებით სკოლაში შეიჭრა და ბავშვებს თავს დაესხა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
შემთხვევა ჰუნანის პროვინციაში მოხდა. ბოლო მონაცემებით, 2 ბავშვი დაიღუპა, კიდევ 2 ადამიანი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ 31 წლის თავდამსხმელი უკვე დააკავა. დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment