Pages

Wednesday, April 17, 2019

გერმანიაში უცხოელების დეპორტაციის წესები მარტივდება

გერმანიის მთავრობამ ქვეყნიდან უცხოელების დეპორტაციის წესები გაამარტივა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის ინიციატივით შემუშავებული კანონი დეპორტაციის განხორციელების გზაზე არსებულ რამდენიმე დაბრკოლებას აუქმებს და ქვეყნიდან გასაძევებელი პირების დაკავების პროცესში სამართალდამცველების უფლებებს ზრდის. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დროებითი მოთავსების ცენტრებში ადგილების უკმარისობის გამო ქვეყნიდან გასაძევებელი პირებს ახლა ჩვეულებრივ ციხეებშიც მოათავსებენ. კანონპროექტის ეს დებულება ოპოზიციის და მიგრანტთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს შორის დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
მიგრანტებს, რომლებიც საკუთარ ვინაობას მალავენ, მიენიჭებათ „დაუდგენელი პირების სტატუსი, რომელთა გერმანიის ტერიტორიაზე ყოფნასთან შეგუებაა საჭირო“. ასეთი სტატუსი მათ გერმანიაში ლეგალურად დარჩენის საშუალებას უსპობს. მოქმედი კანონმდებლობით, გერმანიაში 8 წლის განმავლობაში მცხოვრებ მიგრანტებს გარკვეულ პირობებში მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების საშუალება ეძლევათ.
ამჟამად გერმანიის ტერიტორიაზე იმყოფება 240 ათასამდე უცხოელი, რომლებსაც ქვეყნის დატოვების განკარგულება აქვთ მიღებული. მათგან 184 ათასმა სხვადასხვა, მათ შორის სამედიცინო და ჰუმანიტარული ხასიათის მიზეზების გამო დეპორტაციის გადავადება შეძლო. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა საბუთების არქონის გამო ასეთი ადამიანების დეპორტაცია შეუძლებელი ხდება.

No comments:

Post a Comment