Pages

Sunday, April 21, 2019

შს მინისტრის მოადგილემ პანკისელებს დიალოგისკენ მოუწოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დიალოგისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ხეობაში ჩასულმა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
"გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, წავიყვანოთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ თემაზე. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მუშაობა შეჩერებულია. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ“,- განაცხადა საბანაძემ.
პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment