Pages

Sunday, April 14, 2019

შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, გუშინ დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამხარეო სამმართველოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები დგებუაძის მიმართ გამოყენებულ პატიმრობის შეცვლას და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქმე ეხება 2018 წლის 26 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დგებუაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას და ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანებას ედავება. 
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით,  შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის  პოლიციამ დააკავა ერთი პირი- ირაკლი ჯიქია, რომლის იარაღიდანაც დგებუაძე დაჭრეს. თუმცა დგებუაძის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს პიროვნება ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული არ არის. 
დგებუაძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. 
აქციის მონაწილეებმა  შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამხარეო სამმართველოსთან გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ინციდენტი პოლიციამ აღკვეთა. ბესიკ დგებუძის დედა შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. 
ადგილზე მობილიზებულია 100-მდე სამართალდამცველი
imedinews.ge

No comments:

Post a Comment