Pages

Friday, April 5, 2019

რიგის მერი კორუფციული სკანდალის გამო პოსტიდან გადააყენეს

ლატვიის დედაქალაქ რიგის მერი ნილს უშაკოვსი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ოფიციალური გადაწყვეტილება ლატვიის რეგიონული განვითარების და გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მინისტრმა იურის პუცემ რიგის მერი თანამდებობიდან დაითხოვა მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში სავარაუდო კორუფციის გამო. ნილს უშაკოვსს თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესყიდვებზე არასათანადო ზედამხედველობაში ადანაშაულებენ. უშაკოვსი აპირებს მინისტრის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
ლატვიაში 2018 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება რიგის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში კორუფციის საქმეზე.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment