Pages

Tuesday, April 2, 2019

"ვინც მართავს სტამბოლს, მართავს მთელ ქვეყანას" - კარგავს თუ არა ძალაუფლებას ერდოღანი და როგორია არჩევნების შედეგები

თურ­ქე­თის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის პარ­ტი­ამ არა­ერთ დიდ და მნიშ­ვნე­ლო­ვან ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის, ან­კა­რა­ში წა­ა­გო. ასე­თი შემ­თხვე­ვა 2001 წლი­დან, ანუ მას შემ­დეგ, რაც პარ­ტია და­არ­სდა, პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" ლი­დე­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ზე­ი­მის კვალ­დაკ­ვალ, ერ­დო­ღა­ნი აცხა­დებს, რომ მის­მა პარ­ტი­ამ ზო­გან და­კარ­გა პო­ზი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ეს კენ­ჭისყრა შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.
"ზო­გან გა­ვი­მარ­ჯვეთ, ზო­გან - დავ­მარ­ცხდით. ეს ბევრ რა­მე­ზე და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ეკო­ნო­მი­კუ­რი უკუს­ვლის შე­სა­ჩე­რებ­ლად ახალ ზო­მებს მი­ვი­ღებთ", - გა­ნა­ცხა­და მან მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.
მთე­ლი ქვე­ყა­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით ელო­და სტამ­ბო­ლის შე­დე­გებს, ოპო­ზი­ცი­ის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ მცი­რე­დი უპი­რა­ტე­სო­ბით მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯვე­ბა, თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ში დარ­ღვე­ვე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.
ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან ოლ­ქში გა­მარ­ჯვე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ­მა "რეს­პუბ­ლი­კურ­მა სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ" მო­ი­პო­ვა. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის ერთი ნა­წი­ლის თქმით, "ერ­დო­ღა­ნი ძვე­ლე­ბუ­რად ხის­ტი და აგ­რე­სი­უ­ლი აღარ არის, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ის და­მარ­ცხე­ბას აღი­ა­რებს".
რო­გორც BBC.com-ის მი­მომ­ხილ­ვე­ლი მარკ ლო­უ­ნი წერს, "ერ­დო­ღან­მა ამ არ­ჩევ­ნებს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უწო­და, ახლა კი, მას­ზე გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და".
მი­სი­ვე თქმით, მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც მის­მა პარ­ტი­ამ თურ­ქე­თის დე­და­ქა­ლაქ­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა. ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ცენ­ტრში, სტამ­ბოლ­ში კი, მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" შო­რის მხო­ლოდ მცი­რე­დი გან­სხვა­ვე­ბაა, ისიც რამ­დე­ნი­მე უბ­ნის ხარ­ჯზე.
ოპო­ზი­ცია აცხა­დებს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია მას გა­დამ­წყვე­ტი 1%-ის წარ­თმე­ვას უპი­რებს, რაც ნიშ­ნავს, რომ მათ გა­მარ­ჯვე­ბას არ­თმე­ვენ. ისი­ნი კი ამას არ დათ­მო­ბენ.
"ეს პრო­ცე­სე­ბი შე­საძ­ლოა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის­თვის გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდეს, რად­გან ოპო­ზი­ცი­ამ, რო­მელ­საც დღემ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, უმ­ნიშ­ვნე­ლოდ მი­იჩ­ნევ­დნენ, ბო­ლოს და ბო­ლოს იგ­რძნო, რომ ერ­დო­ღა­ნი ყოვ­ლის­შემ­ძლე არ არის და მა­თაც შე­უძ­ლი­ათ გა­მარ­ჯვე­ბა", - წერს მარკ ლო­უ­ნი.
 მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე, ვლა­დი­მირ ავატ­კო­ვი წერს, რომ შე­საძ­ლოა ბოლო არ­ჩევ­ნე­ბი თურ­ქე­თის­თვის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წას­ვლის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს.
"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თურ­ქეთ­ში არ­ჩევ­ნე­ბი იმა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად და გამჭვირ­ვა­ლედ ჩა­ტარ­და, ვიდ­რე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა შე­დეგს, ეს გა­მო­იწ­ვია იმან, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა და­ი­ღა­ლა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­გან. ამი­ტო­მაც, თურ­ქეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის შეც­ვლის სა­კი­თხი დად­გა, რა­მაც შე­საძ­ლოა პარ­ტი­ე­ბი­სა და მას­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხე­ე­ბის ცვლი­ლე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს", - წერს რუსი ექ­სპერ­ტი.
მი­სი­ვე თქმით, მოქ­მედ პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანს, მისი ავ­ტო­რი­ტე­ტით, ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია, თუმ­ცა მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსა­ზღვრო არ არის. ოპო­ნენ­ტებ­თან სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით ბრძო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ნი­ა­და­გი, რო­მელ­ზეც ეგო­ნა, რომ მყა­რად იდგა, არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სად მყა­რი და მას მო­უ­წევს პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის ლან­დშაფ­ტის შეც­ვლა ან ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი­დან პროგ­რე­სულ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე გა­დას­ვლა.
"თურ­ქეთს, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კუ­თხით, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­ღვე­ვა აქვს. ცვლი­ლე­ბე­ბის მო­თხოვ­ნი­სა და ამე­რი­კის ზე­წო­ლის ფონ­ზე, შე­საძ­ლოა, ნე­გა­ტი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­დეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რუ­სეთ­საც აქვს გავ­ლე­ნის რე­სურ­სი, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რივ ამომ­რჩე­ველ­ზე ამე­რი­კა უკეთ მუ­შა­ობს", - წერს politanalitika.ru-ს მი­მომ­ხილ­ვე­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, რო­გორც ჩანს, მოს­კო­ვი ერ­დო­ღა­ნის ავ­ტო­რი­ტეტს ზედ­მე­ტად ენდო.
რუსი ექ­სპერ­ტე­ბი ჯერ შე­ფა­სე­ბებს არ ჩქა­რო­ბენ, თუმ­ცა აღი­ა­რე­ბენ, რომ ერ­დო­ღა­ნის პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბა,"რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტანს".
ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­გე­რე­ბის თქმით, ბი­ნალ ილ­დი­მი­რის აჩ­რდილ­თან მებ­რძოლ ერ­დო­ღანს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, მო­სახ­ლე­ო­ბა და­ა­ვი­წყდა და ამი­ტო­მაც წა­ა­გო. სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო aa.com წერს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია აპ­რო­ტეს­ტებს ბი­უ­ლე­ტი­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას სტამ­ბოლ­ში, თუმ­ცა არ და­ვობს, რომ ან­კა­რა­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მეჰ­მეთ ოჯა­სე­კიმ 47,06%-ით წა­ა­გო "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გე­ნელ მან­სურ ია­ვას­თან, რო­მელ­საც ამომ­რჩველ­თა 50,9%-მა მის­ცა ხმა.
currenttime.tv 1994 წელს ერ­დო­ღა­ნის მიერ წარ­მოთ­ქმულ სი­ტყვებს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მა­შინ სტამ­ბო­ლის მერი გახ­და: "ვინც, მარ­თავს სტამ­ბოლს, მთელ ქვე­ყა­ნას მარ­თავს". ახლა კი, ერ­დო­ღა­ნის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი - ექს-პრე­მი­ე­რი ბი­ნა­ლი ილ­დი­რი­მი და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ ამორ­ჩე­ველ­თა გა­დამ­წყვეტ 4 000 ხმა­ზე და­ვო­ბენ.
ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, იმა­მ­ოღ­ლუმ 48,79% მი­ი­ღო, მის­მა მე­ტო­ქემ კი - 48,51%. ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი ჯერ კი­დევ არ და­დე­ბუ­ლა.
ამა­სო­ბა­ში, ერ­დო­ღა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას ჰპირ­დე­ბა, რომ მომ­დევ­ნო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ ახალ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის თქმით კი, პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა სფე­რო­შია: სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სი, უმუ­შევ­რო­ბის ზრდა, ინფლა­ცია, - ეს არის იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­თა გა­მოც თურ­ქე­თის არ­ჩევ­ნებ­ში ასე­თი შე­დე­გი დად­გა.
ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­გე­რე­ბის თქმით, თუ ერ­დო­ღა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს უპი­რო­ბოდ არ აღი­ა­რებს, ეს ნიშ­ნავს, რომ ის მა­ინც ვერ აფა­სებს რე­ა­ლო­ბას, ანუ ვერ ხე­დავს, რომ ეს შე­დე­გი მისი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის, ასო­ბით ათა­სი სამ­ხედ­რო პი­რის, ძა­ლოვ­ნე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ბლო­გე­რე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­კა­ვე­ბის გამო მი­ი­ღო, რა­საც ემა­ტე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი. თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბა ასე­ვე სა­უბ­რობს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხრივ ბოლო წლებ­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ზე.
"რე­ლი­გი­უ­რი სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჩახ­შო­ბა... ერ­დო­ღა­ნის მომ­ხრე­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ თურ­ქუ­ლი ლი­რის კურ­სის ვარ­დნით გა­მოწ­ვე­ულ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა კრი­ზის­მა და­არ­ტყა. გარ­და ამი­სა, მათ სურთ ევ­რო­პა და არა, რუ­სულ ია­რაღ­ში და­ხარ­ჯუ­ლი მი­ლი­არ­დე­ბი", - წერს გა­მო­ცე­მა.
მი­სი­ვე ცნო­ბით, თუ ოპო­ზი­ცია და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ი­გებს იზ­მირ­ში, ან­კა­რა­სა და სტამ­ბოლ­ში, ეს ნიშ­ნავს, რომ მათი მმარ­თვე­ლო­ბა თურ­ქე­თის ეკო­ნო­მი­კის მხო­ლოდ სამ ცენ­ტრში კი არა, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ო­თხედ­ზე, ანუ 20-ზე მეტ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გავ­რცელ­დე­ბა
ambebi.ge

No comments:

Post a Comment