Pages

Monday, April 15, 2019

კანადაში ეკლესიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

კანადის ქალაქ სელმონ-არმში სროლა იყო. 25 წლის ახალგაზრდამ ეკლესიაში რამდენჯერმე გაისროლა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ იფორმაციას ტელეკომპანია CTV ავრცელებს.
ინციდენტი მაცხოვრის ტაძარში მოხდა. სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი - საავადმყოფოში.  გარდაცვლილი 78 წლის გორდონ პარმენტერია, რომელსაც მკვლელი სავარაუდოდ იცნობდა.
თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment