Pages

Tuesday, April 16, 2019

ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს

ტაქსის მძღოლებმა დედაქალაქის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. მძღოლებმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელეს. 
მათი განმარტებით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და სამოქმედო გეგმას 18 აპრილს, საერთო შეკრების შემდეგ გაახმოვანებენ. მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, ნუ გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს იქამდე, ვიდრე ტაქსების მძღოლები დედაქალაქის მთავრობასთან სამუშაო პროცესს არ დაასრულებენ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში. ბრძოლა უნდა განვაგრძოთ სუფთა ხელებით“, - აცხადებენ ტაქსის მძღოლები
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment