Pages

Saturday, April 13, 2019

შსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მორიგი სქემა გამოავლინა

დანაშაულებრივი დაჯგუფების 2 წევრი დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 1975 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს და 1998 წელს დაბადებულ გ.ჯ-ს 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„ა.ზ. ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში სარეალიზაციოდ ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ, აფასოებდნენ და შემდგომ სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე, სამალავებში ათავსებდნენ. დაჯგუფების წევრები აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკული საშუალებების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდნენ, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდნენ. სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული ა.ზ.-ს საცხოვრებელი ბინის და ამავე ბინაში მყოფი 6 პირის პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ემბაუმი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და​ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.
პოლიციამ თბილისში ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მხილებული არიან დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში
imedinews.ge

No comments:

Post a Comment