Pages

Tuesday, April 9, 2019

ცნობილია, რამდენ ქალს მოსწონს საკუთარი გარეგნობა

ბრიტანულმა სავაჭრო ქსელმა Boots-მა (რომელიც თავის მოვლის საშუალებების სეგმენტში საქმიანობს), გამოარკვია, თუ საშუალო ასაკის რამდენი ქალი მიიჩნევს საკუთარ თავს ლამაზად. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კვლევის შედეგები გამოცემა the sun-მა გამოაქვეყნა. გამოკითხვაში 39-დან 53 წლამდე ასაკის 1600 ქალი მონაწილეობდა. აქედან, მხოლოდ 60% (960 ქალი) მოსწონს საკუთარი გარეგნობა. 70%-ი კი დარწმუნებულია, რომ 40-50 წლის ქალებს ყურადღებასარავინ აქცევს. 
გარდა ამისა, კვლევის პროცესში, სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ ათიდან რვა რესპონდენტი თვლიდა, რომ როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანადაც ლამაზია. როგორც ჩანს ქალებს შინაგანი განწყობა და თვისებები უფრო თავდაჯერებულს ხდის.
გასულ კვირას შვედურმა ბრენდმა Foreo-მ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა და ყველაზე ლამაზი ხანშიშესული ცნობილი ქალების რეიტინგი შეადგინა. ქალებში პირველი ადგილი 73 წლის ბრიტანელმა მსახიობმა ჰელენ მირენმა დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდა ბრიტანელი ელისაბედ მეორე (92 წლის), რომელმაც გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე უარი თქვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment