Pages

Saturday, April 6, 2019

საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდების ერთობლივ საზღვაო წვრთნები შავ ზღვაში ჩატარდა.
სწავლებებში აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადმოცემული ორი ხომალდი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ოთხი ხომალდი ნიდერლანდების სამეფოდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან მონაწილეობდა.
საზღვაო წვრთნები ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებსა და აბორდაჟის პროცედურებს მოიცავდა. 
წვრთნების მიზანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება იყო. 
ერთობლივი სწავლებები ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment