Pages

Wednesday, April 10, 2019

ქუთაისში საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა სასწავლო პროცესის დროს მოხდა და კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ. 
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, შემთხვევა პირველ სართულზე გაკვეთილის მიმდინარობისას მოხდა. ამ ეტაპზე ჭერის ჩამონგრევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამის შესახებ ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და განათლების რესურსცენტრი. 
დირექტორის ინფორმაციით,  ეს ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. წინა შემთხვევები ქსპერტიზამ შეისწავლა და კოპანიის ბრალეულობა არ გამოკვეთა. ქუთაისის მე-2 სჯარო სკოლას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment