აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკა-მექსიკის საზღვართან მიგრანტების ოჯახის გაყოფის პოლიტიკას დაუბრუნდა. ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას NBC News და CNN-ი ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ტრამპი რამდენიმე თვის განმავლობაში თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლებს არწმუნებდა, რომ ეს პრაქტიკა მისაღებია. ამის წინააღდეგ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი კირსტენ ნელსენი გამოვიდა, რომელიც პრეზიდენტმა 7 აპრილს გაათავისუფლა.
8 აპრილს სან-ფრანცისკოს სასამართლომ ტრამპის ადმინიატრაციას აუკრძალა მექსიკაში გაეგზავნა მიგრანტები, რომელთა მიგრაციული საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. ვერდიქტი 12 აპრილს ამოქმედდება.
2018 წლის მაისში ამერიკის საზღვართან 2 ათასამდე მიგრანტი ბავშვი ოჯახს ჩამოაშორეს. ეს „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის გატარების გამო მოხდა, რომლის დროსაც დაკავებულ მიგრანტებს ჯერ ციხეში უშვებდნენ, ხოლო მათ შვილებს არასრულწლოვნების ცენტრში
imedinews.ge
No comments:
Post a Comment