Pages

Thursday, April 4, 2019

ქართული მითოლოგია - მზეთუნახავი

მზეთუნახავი ძველ ქართულ წარმართულ ღმერთთა პანთეონში იკავებდა ადგილს და წარმოადგენდა ერთ-ერთ ქალღმერთს. ეს ღვთაება თავიდან პატივმიგებული იყო, როგორც ღმერთქალი, მაგრამ შემდგომში, როდესაც ქრისტიანობა გავრცელდა და ფეხი მოიკიდა, წარმართულმა ღმერთებმა კი უკანა პლანზე გადაინაცვლეს, მზეთუნახავმა მითოლოგიიდან ფოლკლორში გადაინაცვლა და ქართული ხალხური ზღაპრების განუყოფელ და მნიშვნელოვან პერსონაჟად მოგვევლინა. ქართულ მითოლოგიაში მზეთუნახავები არ არიან ჩვეულებრივი ლამაზი ქალები, არამედ მათ ზებუნებრივი ბუნება აქვთ და პირველ რიგში ეს გამოიხატება მათს დაბადებაში. ისინი სასწაულებრივად იბადებიან მცენარეებიდან
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


მზეთანუხავების ამბის სიუჟეტური განვითარება ქართულ ფოლკლორში დაახლოებით ასეთია: იგი ჩაკეტილია ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარე, ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუვალ ციხე-კოშკში. იქ მიღწევა მხოლოდ გმირს შეუძლია 
🙏 საქართველოს საპატრიარქო.
გარდაცვალების გზით, რომელსაც ქართულ კოსმოგონიაში არა სიკვდილის, არამედ სხვა დატვირთვა ენიჭებოდა (იხ. ქართული წარმართული კოსმოგონია). როდესაც გმირი იქამდე მიაღწევს, საქმე ჯერ კიდევ არაა დასრულებული. მზეთუნახავის მოსაპოვებლად მან უნდა შეასრულოს მზეთუნახავის მიერ დავალებული ურთულესი ამოცანები, რაც ვეფხისტყაოსანშიც ძალიან კარგად ჩანს, როდესაც "მიჯნურთან შეყრამდე", საგმირო საქმეების საკეთებლად უშვებენ ნესტან-დარეჯანი და თინათინი გულისსწორებს. საერთოდ, "ვეფხისტყაოსანი" დიდწილად დაფუძნებულია სწორედ ქართულ წარმართულ კოსმოგონიურ პასაჟებზე და მსოფლხედვაზე


მზეთუნახავს ბოროტი ძალა ემტერება, რომელიც შავი მაგიის გამოყენებით ხშირად აჯადოებს მას, გადააქევს რა, სამი ცხოველიდან ერთ-ერთად - ესენია: ირემი, გველი ან მტრედი. თუ გმირი მოახერხებს მისი მომაჯადოებელი ბნელი არსების პოვნას და მის განადგურებას, წყევლა მყისიერად მაინც არ იხსნება, საჭიროა განსაკუთრებული შელოცვის წარმოთქმა ან სპეციალური მოქმედებების განხორციელება და მზეთუნახავი ამის შემდეგ იბრუნებს თავის პირვანდელ სახეს. მზეთუნახავი კეთილია და გამჭრიახი (გველი და მტრედი). ჯადოსნური საგნების მეშვეობით იგი ეხმარება გმირს, რომელსაც ყველაფრის დასრულების შემდეგ, ბოროტ ძალებზე გამარჯვების შემდგომ, ცოლად მიჰყვება
intermedia.ge

No comments:

Post a Comment