ეგვიპტეში, კაიროდან 390 კილომეტრში, ნილოსის მახლობლად მდებარე აკლდამაში მუმიფიცირებულ თაგვებს მიაგნეს. ამის შესახებ BBC წერს.
საქმე ეხება 2 ათას წელზე მეტი ხნის სულ მცირე 50 თაგვს. გამოცემის ინფორმაციით, თაგვები და სხვა ცხოველები ორი მუმიფიცირებული სხეულის გარშემო იყო განთავსებული.
ირკვევა, რომ აღმოჩენის შესახებ გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესაც კონტრაბანდისტები შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ განსვენებულების აკლდამები ფარაონის მწერალ ანის და მის მეუღლე ტუტუს ეკუთვნით.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment