Pages

Sunday, April 14, 2019

პელეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ კიდევ ერთი ოპერაცია გადაიტანა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Globoesporte-ის ცნობით, პელეს  ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია სან-პაულოს კლინიკაში ჩაუტარდა. რის შემდეგაც კლინიკის ადმინისტრაციამ მისი ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გაავრცელა:
„პაციენტი კარგადაა და ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა, პელე საკუთარ პალატაშია გადაყვანილი“- ნათქვამია განცხადებაში.   
ყოფილი ფეხბურთელი საავადმყოფოში 3 აპრილს მოხვდა. მას მაღალი სიცხე ჰქონდა. თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. 
78 წლის პელე საფრანგეთში ვიზიტისას პარიზის სენ-ჟერმენის ფეხბურთელ კილიან მბაპნეს უნდა შეხვედროდა. ვიზიტი ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი. 
ბოლო წლების განმავლობაში პელე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში ხშირად ხვდება. 2018 წელის დეკემბერში, მოსკოვში, ის შშმ პირის ეტლში იჯდა, რადგან თეძოზე რთული ოპერაცია გადაიტანა. 2018 წლის იანვარში კი ჰოსპიტალში ორგანიზმის გამოფიტვის დიაგნოზით მოხვდა. 
პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად გახდა. საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციამ ის მე-20 საუკუნის ფეხბურთელად დაასახელა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment