Pages

Thursday, April 18, 2019

ამერიკელ ჟურნალისტებს დასატესტად მიცემული დასაკეცეკრანიანი Samsung-ი ორ დღეში გაუფუჭდათ

სულ ცოტა სამი ამერიკელი ჟურნალისტისა და ბლოგერის Samsung Galaxy Fold-ის დასაკეც სმარტფონებს, რომლებიც მათ ტესტირებისთვის მისცეს, ეკრანები გაუფუჭდა. ყველა მათგანს მობილური ტელეფონი გაფუჭებამდე ორი დღით ადრე მისცეს. 
CNBC-ის ჟურნალისტის, სტივ კოვაჩის სმარტფონზე ეკრანის ნახევარმა ფუნქციონირება შეაჩერა. Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გურმანის და Youtube-ბლოგერის, მარკეს ბრაუნლის ტელეფონებზე კი ეკრანი სრულად გაითიშა. The Verge-ის ჟურნალისტი დიტერ ბონი კი ამბობს, რომ ეკრანის კუთხე ამოიზნიქა და ხაზები გაუჩნდა. 
სმარტფონების ეკრანის ხარვეზის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გურმანი და ბრაუნლი ფიქრობენ, რომ ხარვეზის მიზეზი სმარტფონის ეკრანებიდან დამცავის (ბრონის) მოხსნა გახდა, რაც მათ არ უნდა გაეკეთებინათ. თუმცა ეკრანისთვის დამცავი არ მოუხსნიათ კოვაჩს და ბონს, რომელთა სმარტფონებიც ასევე გაფუჭდა. Samsung-ს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment