Pages

Monday, May 20, 2019

რა მოხდა 1992 წლის 20 მაისს ?-ოსი ლტოლვილების დახვრეტა ძარის გზაზე

20 მაისს 27 წელი გავიდა ძარის (ზარის) ტრაგედიიდან, ამ დღესთან დაკავშირებით ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ტრადიციულად საზღვრებს კეტავს და დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემლოდ ღონისძიებებს მართავს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში



"ძარის ტრაგედიის მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო 19 მაისის 20:00 საათიდან საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის გამარტივებულ მონაკვეთებში მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეიზღუდება." - აღნიშნულია დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებაში.


ქართულ ოსური კონფლიქტის დროს, ოსებმა საცხოვრებელი ადგილის მიტოვება და ჩრდილოეთ ოსეთში გადასვლა დაიწყეს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
1992 წლის 20 მაისს სატვირთო და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი ჩრდილოეთ ოსეთისკენ მიემართებობდა, სადაც ძირითადად მოხუცები ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ, სოფელ ძარისთან, სადაც გზა ქურთისკენ და კეხვისკენ უხვევს, ავტოკოლონა ბოევიკებმა გააჩერეს, რომლებმაც მალევე უმისამართო სროლა ატეხეს მანქანების მიმართულებით, მთლიანად დაიხვრიტა 36(ზოგიერთი წყაროს მონაცემებით 33) ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბიჭუნა, რომელიც 50 მეტრის დაშორებით იპოვეს იმ მანქანიდან, რომელშიდაც იჯდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბიჭუნას გამოედევნენ.
რა მოხდა ან ვინ გაუხსნა ცეცხლი ხალხით სავსე მანქანას, გამოძიება არ ჩატარებულა. საქართველოს პროკურატურამ გამოძიების დაწყებიდან მესამე დღეს განაცხადა, რომ ოსური მხარე ხელს უშლის გამოძიებას, ქართველ გამომძიებლებს არ უშვებენ რომ ნახონ გვამები და ტრაგედიის ადგილი, "ისინი არ არინ დაინტერესებულები, რომ საქმე გაიხსნას".

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო საბჭო(რომელსაც ორი თვის გადაბარებული ჰქონდა ძალაუფლება სამხედრო საბჭოსგან), რომელმაც ყველაფერი "ქართველი ხალხი მტრებს" დააბრალა, ხოლო შსს-ს მინისტრის მოადგილემ რობინზონ თუშურაშვილმა, რომელიც ქართული მხრიდან წარმომადგენელი იყო ცხინვალში, გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველაფერში დამნაშავენი იყვნენ გამსახურდიას მომხრეები, "რომლებსაც რეგიონში დესტაბილიზაცია სურთ."

რა მოხდა ან ვინ გაუხსნა ცეცხლი ხალხით სავსე მანქანას, დღემდე დაუდგენელია
დაღუპული ადამიანების ახლო ნათესავები დღემდე ითხოვენ პასუხს.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ ლტოლვილების დახვრეტას სამხედრო დანაშაული უწოდა.

თუმცა თუ გავითვალიწინებთ იმ პერიოდს, თუ რა ხდებოდა საქართველოში და კერძოდ, ერთ -ერთ კუთხეში დიდი ალბათობით ძნელი გამოსაცნობი არა უნდა იყოს ვისი ჩადენილი უნდა იყოს ეს სისხლიანი ტრაგედია
intermedia.ge

No comments:

Post a Comment