ინდონეზიაში სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი ჯაკარტაში გუშინ მოწყობილი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Globalnews-ი წერს.
მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, 17 აპრილის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ქუჩაში გამოსულებმა მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება გააპროტესტეს, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრელებული მონაცემების მიხედვით ხმათა 55. 5 პროცენტი მოიპოვა.
ოპოზიციის მომხრეებმა არჩევნების შედეგების გადახედვა და ხმების თავიდან დათვლა მოითხოვეს, მოგვიანებით კი სამართალდამცველებს მაშხალები და ქვები დაუშინეს. პოლიციამ კი მათ საპასუხოდ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment