კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის გოგონამ 7 თვის ჩვილი გაგუდა და ადგილიდან მიიმალა. ჩვილი ბავშვი მამამ გარდაცვლილი საწოლში გამთენისას იპოვა. როგორც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ახლობლები ყვებიან, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გოგონამ ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და ადგილიდან ისე მიიმალა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა პოლიცი
ამ რამდენიმე საათში დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის დედა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
16 წლის მ.შ. წარმოშობით ქუთაისელია და 20 წლის აღაიანელ ბიჭზე იყო დაქორწინებული. როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილი ბავშვის ახლობელმა მარიამ დემეტრაშვილმა განუცხადა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონამ მკვლელობის შემდეგ თბილისში "ვიღაც ბიჭს ჩააკითხა".
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
"როგორც ჰყვება ქმრის გამწარება უნდა, ოღონდ არ უჩხუბიათ, რამე კონფლიქტის სერიოზული მიზეზი არ ყოფილა არც ქმართან და არც ოჯახის წევრებთან. ვერც ქმრის და ვერც გოგოს მხარე ვერაფრით ხსნის, რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო. რა ვითარებაში დააკავეს ბავშვის დედა, არ ვიცი, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაც ბიჭს ჩააკითხა. ოჯახს ამ გოგოს დასჯა უმკაცრესი წესით უნდა", - განაცხადა მარიამ დემეტრაშვილმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ საქმეთან დაკავშირებული პირები უკვე გამოკითხა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მათ შორის გამოიკითხა 21 წლის რ.ჩ., რომელთანაც 16 წლის გოგონას სავარაუდოდ, სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში უკვე ჩაუტარდა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული ექსპერტიზა ადგენს პირის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, შესაძლო დაზიანებებს და ა.შ. რაც შეეხება ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, მოგვიანებით დაინიშნება.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის პასუხებიც ბუნებრივია დღეს ვერ იქნება, რაც შეეხება ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, ჩატარდება შესაბამისი პროცედურების შემდეგ, მოგეხსენებათ, ფსიქიატრიული ექსპერტიზა გორში ვერ ჩატარდებოდა, ტარდება სოფელ დიღომში მდებარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში", - განაცხადა ქეთევან გაგოევმა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ შსს-ს გენინსპექციამ დაიწყო მოკვლევა, თუ რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვან მ.შ-სთან დაკავშირებით 2017 და 2018 წლებში მიღებული შეტყობინებები. აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.
"გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება, ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურებრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment