Pages

Tuesday, May 7, 2019

ერთდადერთი ქართველი ქალი, 32 მსოფლიო რეკორდით და ყველა სინჯის ოლიმპიური მედლით - ნინო სალუქვაძის ოჯახური ცხოვრება

ლე­გენ­და­რულ­მა ქარ­თველ­მა ტყვი­ის მსრო­ლელ­მა ნინო სა­ლუქ­ვა­ძემ ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ლი­ცენ­ზია პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე მო­ი­პო­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ დარ­ჩა პრი­ზი და რე­გა­ლია, რო­მე­ლიც ქარ­თველ სპორ­ტსმენს მო­პო­ვე­ბუ­ლი არ აქვს, თუმ­ცა რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, მის­თვის ზე­დი­ზედ მე-9 ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მოს­ვლა არა­ნაკ­ლებ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა და ამ­ჯე­რა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მარ­თე­ბით ემ­ზა­დე­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ნინო სა­ლუქ­ვა­ძე 1988 წლი­დან უც­ვლე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში და ქალ­თა შო­რის რე­კორდსმე­ნია. ამ­დენ ოლიმ­პი­ა­და­ზე მის გარ­და მხო­ლოდ კა­ნო­ისტ ჯო­ზე­ფა იდემ-გე­რი­ნის (1984-2012) და ნიჩ­ბო­სან ლეს­ლი ტომპსონს (1984-2000, 2008-2016) უას­პა­რე­ზი­ათ.
სა­ლუქ­ვა­ძე ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა სინ­ჯის ოლიმ­პი­ურ მე­დალს ფლობს. 1988 წელს, სე­ულ­ში ის ოქ­როს და ვერ­ცხლს და­ე­უფ­ლა, 2008 წელს კი ბრინ­ჯა­ოს.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
"რე­გა­ლი­ე­ბი თუ ჩა­მოვ­ყე­ვი, შორს წაგ­ვიყ­ვანს. 32 მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი მაქვს დამ­ყა­რე­ბუ­ლი მარ­ტო, მაგ­რამ რად­გან ვრჩე­ბი ამ საქ­მე­ში და ვაგ­რძე­ლებ მოვღვა­წე­ო­ბას, ვცდი­ლობ, რომ უფრო მეტი მიღ­წე­ვე­ბი მქონ­დეს. ტყუ­ი­ლად ხომ არ მი­ი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შე­ჯიბ­რზე. ახლა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მამა არ მახ­ლდა, აღარ ვა­ტა­რებთ, 88 წლი­საა უკვე. ლი­ცენ­ზია, რომ ავი­ღე ჩი­ნეთ­ში, ამის შე­სა­ხებ ძლივს მი­ვაწ­ვდი­ნეთ ხმა სა­ქარ­თვე­ლო­ში. დრო­ში დიდი გან­სხვა­ვე­ბაა და ვა­ხოს ჩემი მე­გობ­რის დე­დამ და­უ­რე­კა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი მიჰ­ყვე­ბა, რომ მე აქეთ ვტი­რო­დიო და ის - იქე­თო".
ემ­ზა­დე­ბით 2020 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის­თვის, რო­გო­რი გან­წყო­ბა და მო­ლო­დი­ნი გაქვთ?
- ჩვე­ნი სამ­ზა­დი­სი და­ი­წყო იმით, რომ ლი­ცენ­ზია უნდა ამე­ღო, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ოლიმ­პი­ა­და­ზე. თვი­თონ პი­რო­ბე­ბი ლი­ზენ­ზი­ის აღე­ბის არის ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი. ყო­ველ ჯერ­ზე, ყო­ვე­ლი ახა­ლი ციკ­ლის და­წყე­ბის მერე იც­ვლე­ბა პი­რო­ბე­ბი და უფრო მკაცრ­დე­ბა და მკაცრ­დე­ბა.
სხვა­დას­ხვა სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბი ცდი­ლო­ბენ შე­ვიდ­ნენ ოლიმ­პი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში, იმ ხარ­ჯზე, რომ და­ნარ­ჩე­ნებს და­აკ­ლონ ლი­ცენ­ზი­ე­ბი, ამას­თა­ნა­ვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა იგი­ვე რჩე­ბა. ადრე თუ ასამ­დე მო­ნა­წი­ლე გა­მო­დი­ო­და ჩვენს სა­ხე­ო­ბა­ში, რა­ო­დე­ნო­ბამ თან­და­ტან იკლო - ჩა­მო­ვი­და 80-ზე, 60-ზე, ახლა კი 40-ზე, ეს კი ძა­ლი­ან ცო­ტაა, თუ კონ­ტი­ნენტზე გად­ვა­ნა­წი­ლებთ.
ევ­რო­პას ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს ამ ლი­ცენ­ზი­ებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ამ მსოფ­ლიო თას­ზე ორი ლი­ცენ­ზია თა­მაშ­დე­ბა. გა­მი­მარ­თლა, რომ ჩი­ნეთ­ში მსოფ­ლიო თას­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი შე­დე­გით ფი­ნალ­ში მოვხდი, არ იყო ად­ვი­ლი. 4 სპორ­ტსმენს ჰქონ­და ლი­ცენ­ზია და 4 სპორ­ტსმენს - არა.
კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას გვე­ტყვით, ყვე­ლა­ზე ძლი­ერ კონ­კუ­რენ­ტად ვის თვლით?
- სულ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ირა­ნე­ლე­ბიც კი გა­აქ­ტი­ურ­დნენ, საკ­მა­ოდ კარ­გად ის­ვრი­ან. ასე­ვე თურ­ქე­ბიც, ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი არი­ან კო­რე­ე­ლე­ბი და ინ­დო­ე­ლე­ბი. ჩი­ნე­ლებ­ზე აღა­რა­ფერს ვი­ტყვი იმი­ტომ, რომ ისი­ნი თა­ვის­თა­ვად ძლი­ე­რე­ბი არი­ან და ამას ემა­ტე­ბა ევ­რო­პი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი სპორსტმე­ნე­ბი.
ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე უბ­რა­ლო და შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნი ვერ ხვდე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი შან­სი აქვს და ყვე­ლა თა­ნაბ­რად კონ­კუ­რენ­ტია. ფსი­ქოლ­გი­უ­რი ბრძო­ლა მი­დის, ვინ უფრო გა­უძ­ლებს.
რო­გო­რია თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა, რას აკე­თებთ შე­ჯიბ­რზე გას­ვლამ­დე?
- ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბას, მო­ბი­ლი­ზე­ბას და რაც მთა­ვა­რია, შენ შენი საქ­მე უნდა გა­ა­კე­თო პირ­ნათ­ლად და რო­გორ მოხ­დე­ბა მედ­ლე­ბი­სა და პრი­ზე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა, ეგ უკვე სხვა საქ­მეა. ეკ­ლე­სი­უ­რე­ბი ვართ მთე­ლი ოჯა­ხი. გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი მე­უღ­ლე.
ცრურ­წმე­ნებს არ მივ­დევთ. ერ­თდა­ერ­თი, რა­საც მგზავ­რო­ბის წინ ვა­კე­თებ, ეს არის ის, რომ ლოც­ვის მერე, ვა­მოწ­მებ რამე ხო არ მრჩე­ბა. ერთი ფურ­ცე­ლიც რომ დაგ­რჩეს, პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა.
- თუ მომ­ხდა­რა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი შე­ჯიბ­რე­ბე­ბის დროს?
- იცით, რომ ჩემი მწვრთნე­ლი მა­მა­ჩე­მია და ყო­ველ­თვის მაფრ­თხი­ლებ­და, მე­უბ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტებ­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს შე­ჯიბ­რზე და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცე, მაგ­რამ ჩემს კა­რი­ე­რა­ში სულ ისე­თი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბო­და, რომ მა­მა­ჩემს არც და­ე­სიზ­მრე­ბო­და.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment