Pages

Monday, May 13, 2019

75 წლამდე ადამიანებისთვის საუკეთესო დიეტა დასახელდა

ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, დიეტა, რომელიც სისხლის წნევის ნორმალიზებას უწყობს ხელს, ასევე ამცირებს გულის უკმარისობის რისკს 75 წლამდე ადამიანებში. ამის შესახებ ინფორმაცია MedicalXpress-ში გამოქვეყნდა.
კვლევაში მონაწილეობა 45-84 წლის 4500-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შეავსეს კითხვარი კვებითი ქცევის შესახებ, სადაც ულუფის ზომისა და გარკვეული საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიუთითეს. გაირკვა, რომ DASH-ის დიეტა 75 წლამდე ადამიანებში დადებითი გავლენის მქონე აღმოჩნდა, ამ ასაკის კატეგორიაში ავადობის მაჩვენებელი 40%-მდე შემცირდა. 
DASH-ის დიეტა მოიცავს დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს, კაკალს, მთელ მარცვლებს, ფრინველისა და თევზის ხორცს, უცხიმო რძის პროდუქტებს, ასევე ამ დიეტის დროს შეზღუდულია მარილის, წითელი ხორცის ოდენობა, ტკბილეული და ტკბილი სასმელები. 
ეს დიეტა ხმელთაშუა ზღვის დიეტას ჰგავს, თუმცა მასში ჩართულია უცხიმო რძის პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელი კი გამორიცხულია. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment