ფილიპინების სენატმა სამუშაო დღეების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ახალი კანონი მშრომელთათვის მეტად მორგებული გრაფიკის მიღებას ითვალისწინებს. მისი ამოქმედების შემთხვევაში დასაქმებულები დღეში სამუშაო საათების გახანგრძლივების ხარჯზე სამუშაო დღეების შემცირებას შეძლებენ.
კანონპროექტის თანახმად, სამუშაო საათების ლიმიტი კვირაში 48 საათია. "შემცირებული სამუშაო კვირა არამარტო სამუშაო ტრანზიტის ხარჯებს შეამცირებს, არამედ დასაქმებულებს საშუალებას მისცემს მეტი დრო დაუთმონ თავიანთ პირად და სოციალურ ვალდებულებებს და დააბალანსონ სამუშაო და პირადი ცხოვრება", - აღნიშნულია კანონპროექტის დოკუმენტში.
კანონპროექტის ამოქმედებისთვის მხოლოდ პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ხელმოწერაა საჭირო.
imidinews.ge
No comments:
Post a Comment