კატალონიის „ბარსელონა“ „აიაქსის“ ფეხბურთელის მატეის დე ლიხტს იყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Goal-ი ავრცელებს.
მხარეებმა კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმეს. „ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში 19 წლის კლუბის კაპიტნის შესახებ ინფორმაციას გამოაცხადებს.
დე ლიხტი „აიაქსის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ახლანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდიური კლუბი ტურნირის ნახევარფინალამდე მივიდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment