მეტ რივზის ფილმში ბეტმენის როლის შემსრულებლის მთავარ კანდიდატს, რობერტპატინსონს კონკურენტი გამოუჩნდა.
Dailymail-ის ცნობით, The Wrap-ის რეპორტიორმა Twitter-ზე დაწერა, რომ როლისთვის გარდა 33 წლის პატინსონისა, 29 წლის მსახიობი ნიკოლას ჰოლტიც მოიაზრება. მსახიობები ამ ეტაპზე საცდელ გადაღებებში მონაწილეობენ.
ორი კვირის წინ გამოცემა Variety-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეტმენის მთავარ როლს, დიდი ალბათობით, რობერტ პატინსონი შეასრულებდა. კომპანია Warner Bros.-ს ცნობით კი ფილმის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს შედგება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment