Pages

Wednesday, May 29, 2019

გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გუნდის შემადგენლობა დაასახელა. 21-წლამდელთა ნაკრები 6 და 10 ივნისს მორიგ ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ფარგლებში გია ცეცაძის გუნდი ჯერ საბერძნეთს, შემდეგ კი - სლოვენიას ესტუმრება.
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი)
მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), გივი ხეცურიანი (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო)
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია)
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), დავით მუჯირი (ვიტ ჯორჯია), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა)
საქართველოს ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-2 ჯგუფში მოხვდა. გია ცეცაძის შეგირდები საფრანგეთის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, აზერბაიჯანის და ლიხტენშტაინის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment