მეცნიერებმა პარადოქსულ დასკვნას მიაკვლიეს, რომლის მიხედვითაც კაცები თავიანთ ჯანმრთელობას ვნებენ, როდესაც ცდილობენ რომ უფრო მიმზიდველები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სტეროიდების და თმების ცვენის საწინააღმდეგო აბები კაცები ნაყოფიერებაზე ცუდად მოქმედებს. ამ მოვლენას მოსმან-პეისის პარადოქსი უწოდეს, იმ მეცნიერების პატივსაცემად, რომლებმაც პირველებმა იმუშავეს ამ საკითხზე.
„შევნიშნე, რომ კაცები, რომლებიც თავიანთი ფერტილობის შესამოწმებლად მოდიოდნენ, ფიზიკურად დიდები იყვნენ. ისინი ცდილობენ გამოიყურებოდნენ როგორც ევოლუციის მწვერვალი, მაგრამ ამით თავს ევოლუციური თვალსაზრისით უსარგებლოს ხდიან“, - ამბობს ექიმი ჯეიმს მოსმანი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ბრაუნის უნივერსიტეტში მუშაობს.
ანაბოილური სტეროიდები ორგანიზმში კაცის ჰორმონის ტესტოსტერონის იმიტაციას აკეთებს და გამოიყენება კუნთების გადიდებისთვის. სტეროიდები FSH და LH ჰორმონების გამოყოფას აჩერებს, რომლებიც სპერმის წარმოების მთავარი ჰორმონია.
ექიმების თქმით, იმავე ეფექტი აქვს თმების ცვენის საწინააღმდეგო აბებსაც.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment