ინდოეთის შემდეგ ციკლონი, რომელსაც ამ ქვეყანაში 12 ადამიანი ემსხვერპლა, ბანგლადეშს დაატყდა თავს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი თავშესაფრებში გადაიყვანეს, რადგან შტორმმა სახლები გაანადგურა.
შედეგად, ნოაქალის რაიონში 2 წლის ბავშვი დაიღუპა. სტიქიას ასევე ემსხვერპლა 12 წლის გოგო. დაშავდა 30 ადამინი, - იტყობინება Reuters-ი ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ინდური მედია იუწყება, რომ ქვეყნის მასშტაბით ციკლონს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე კი ინდოეთის სანაპიროსთან ციკლონის მიახლოებამდე მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ბანგლადეშის ხელისუფლების განცხადებით, ჯამში 5 ადამიანი დაიღუპა, 63 დაშავდა და 1,000-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
No comments:
Post a Comment