ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ. დააკავეს.
პოლიციამ ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“, ხოლო ხ.ჭ.-ს ჩხრეკისას 100 აბი „მეტადონი“ ამოღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment