გორში სტიქიის შედეგად დაზარალებულებსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს შორის შეხვედრა გორის თეატრში დაიწყო, თუმცა ის პროტესტის ნიშნად რამდენიმე დაზარალებულმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
როგორც ლევან დავითაშვილმა დაზარალებულებს უთხრა, მთავრობა აპირებს ბანკებთან ურთიერთობაში მოსახლეობას დაეხმაროს და კრედიტების ნაწილში გადავადების შუამდგომლობა გასწიოს. მინისტრის ცნობით, მომავალი წლიდან, შიდა ქართლში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები განთავსდება.
დაზარალებულები კი ამბობენ, რომ მათ ზარალის სრული ანაზღაურება სურთ.
შეხვედრამდე სტიქიის შედეგად დაზარალებულებმა სოფელ სვენეთთან აქცია გამართეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment