საფეხბურთო კლუბმა „მანჩესტერ სიტიმ“ 18 მაისს, ინგლისის თასის ფინალი მოიგო.„მანჩესტერ სიტიმ“ „უოტფორდი" (6:0) დაამარცხა. საფეხბურთო მატჩში ანგარიში დავიდ სილვამ გახსნა, 12 წუთში კი სტერლინგმა ანგარიში ორამდე გაზარდა. კიდევ ოთხი გოლი მანჩესტერელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს: 61-ე და 68-ე წუთებზე კევინ დე ბრუინმა და გაბრიელ ჟეზუსმა
მატჩის ბოლო 10 წუთში სტერლინგმა კიდევ ორი გოლი გაუტანა მეტოქეს.
პრემიერლიგისა და ინგლისის ლიგის თასის მოგებას „მანჩესტერ სიტიმ“ ასოციაციის თასიც დაუმატა და სეზონი სამმაგი გამარჯვებით დაასრულა.
საგულისხმოა, რომ პეპ გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც ინგლისში სეზონში 4 ტურნირი მოიგო: პრემიერლიგა, თასი, ლიგის თასი და სუპერთასი
imedinews.ge
No comments:
Post a Comment