ამერიკულმა ნავთობკომპანია ExxonMobil-მა ერაყიდან 30 უცხოელი ინჟინრის ევაკუაცია განახორციელა, წერს - CNN-ი.
ნავთობკომპანიის განცხადებით თანამშრომლები დუბაიში გადაიყვანეს, რადგან ეს მათი უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. კომპანიის განცხადებით, ეს ფაქტი ერაყში აღმოსავლეთ კურნას ნავთობსადენზე ნედლეულის მოპოვებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ნავთობსადენზე, რომელსაც ExxonMobil-ი ამუშავებს 1700 ადამიანი მუშაობს.
ExxonMobil-ის გადაწყვეტილებაზე გავლენა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებამ გადაწყვიტა, რადგან გასულ კვირას აშშ-ირანის დაძაბულობის ფონზე ერაყიდან ხელშეკრულებით დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები გამოიწვია.
16 მაისს ირანულმა ტანკერმა ჩინეთის ქალაქ ჩჯოუშანთან ნავთობი გადაზიდა, - წერს გამოცემა Reuters-ი. ირანმა ჩინეთს ნედლეული აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით მიაწოდა. ტანკერ Marshal Z-ე დაახლოებით 130 ათასი ტონა ნავთობი იყო.
გასულ კვირას აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.
2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა.
როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა.
რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment