Pages

Monday, June 24, 2019

ვახუშტი მენაბდე - ნულოვანი ბარიერის პირობებში, დე ფაქტო ბარიერი მაინც გვაქვს - საქართველოს შემთხვევაში, ეს დაახლოებით 0.67% გამოდის

ნულოვანი ბარიერი ერთ-ერთი კარგი საარჩევნო სისტემაა - ის უზრუნველყოფს მიღებული ხმების მაქსიმალურად ზუსტად გარდასახვას მანდატებში, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.
მენაბდის განმარტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი იმას ნიშნავს, რომ პარტიებს ფაქტობრივად იმდენი მანდატი აქვთ, რაც მხარდაჭერა და საზოგადოების განწყებები ზუსტად არის ასული საკანონმდებლო ორგანოში. ეს კი, მისივე თქმით, დემოკრატიის მნიშვნელოვანი ასპექტია.
“აქვე უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს თავად ნულოვანი ბარიერი. სიტყვასიტყვით თუ გავიგებთ, ისე გამოდის, რომ თითქოს თითო ხმა თითო მანდატს უდრის. ეს წარმომადგენლობით დემოკრატიაში შეუძლებელია. რეალურად, ნულოვანი ბარიერი ნიშნავს ხმების მანდატებში გარდასახვის სპეციფიურ ფორმულას, სადაც დე ფაქტო ბარიერი მაინც გვაქვს. საქართველოს შემთხევაში ეს დაახლოებით 0.67% გამოდის. ანუ ყველა 0.67%-ზე ერთი მანდატი ეკუთვნის პარტიას”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
“ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
interpressnews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment