ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ორმა წყარომ მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებო წყარომ, მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს ღამე "რუსთავი 2"-ის ძალადობრივი აღება იგეგმება.
გვარამიას განცხადებით, ამ იდეას ხელისუფლებაში მოწინააღმდეგეები და მომხრეები ჰყავს. "ეს ის შემთხვევაა, როდესაც წინააღმდეგობის გაწევა შეძლო და გაბედა ხელისუფლების რამდენიმე გონიერებაშერჩენილმა წევრმა", განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"მიმაჩნია, რომ დღეს ქუჩაში მიმდინარე პროცესები არის ერთი მხრივ, ისტორიულად მნიშვნელოვანი და აღტაცების და აღმაფრენის გამომწვევი ქართველ პატრიოტებში და ეს უნდა გაგრძელდეს. მაგრამ, მეორე მხრივ, ის რაც ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ხდება, არის რუსული სცენარი ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. ვერ დავადანაშაულებთ ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს რუსული ინტერესების გატარებაში. მე ასე არ მგონია. მგონია რომ ხელისუფლების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები, მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს, თუმცა ვუშვებ, რომ ადამიანები შეიძლება ცდებოდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებისა და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები. ამიტომ, რა მიზეზიც არ უნდა იყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ მაგალითად ფარული ჩანაწერები და ლეგიტიმური ვითომ ერთი შეხედვით მიზნები - არ გაბედოთ ამის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა რომ ეს არხი დაიხურება, არამედ იმიტომ რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავე უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და რა თქმა უნდა ეს შედის ჩვენი მთავარი და ერთადერთი მტრის რუსეთის ინტერესებში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ მიმართა ამ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც გვარამიას თქმით "ჯერ კიდევ შერჩენია რაიმე გონი, მოვუწოდებ არ გააკეთებინოთ ამ კაცს ეს უბედურება".
imedinews.ge
No comments:
Post a Comment