Pages

Saturday, June 29, 2019

საფრანგეთში რეკორდული სიცხეა. დაფიქსირდა 45.9°C

საფრანგეთში რეკორდული სიცხეა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 45.9C მიაღწია. ამის შესახებ BBC წერს.
განსაკუთრებული სიცხე ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია, სადაც 2003 წელს ძლიერმა სიცხემ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
საფრანგეთში სასწავლო პროცესი შეწყდა, დახურულია სკოლები.
წელს ევროპაში რეკორდულ სიცხეს ელოდებიან. ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 45°C-ს მიაღწევს. გერმანიასა და იტალიაში კი 40°C-ს ქვემოთ შენარჩუნდება.
ცხელი ჰაერის მასები ევროპის მიმართულებით საჰარიდან წავიდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment