Pages

Tuesday, June 4, 2019

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 2008 და 2017 წლებში, ხანძრით დაზიანებული ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა სიმბოლურად წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, 2018 წელს 144 -ჰა ფართობზე უკვე განახორციელა დარგვის სამუშაოები და ჯამში 250 ათასამდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ტყის აღდგენის პროექტი 144 ჰა ფართობზე გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც 35 000 -მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რის შემდეგაც ნარგავების მოვლის სამუშაოები ხორციელდება, ხოლო შემოდგომაზე განახლდება დარგვის სამუშაოები,"- წერია განცხადებაში.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
გარემოს დაცვის  დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას,  გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
წლევანდელი გარემოს  დაცვის საერთაშორისო დღის თემაა - „ჩვენ ერთად შევძლებთ შევამციროთ ჰაერის დაბინძურება“
imedinews.ge

No comments:

Post a Comment