Pages

Monday, June 17, 2019

კრწანისის ბაზაზე საბრძოლო მედიკოსების მომზადების კურსი მიმდინარეობს

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მედიკოსების მომზადების საველე სწავლება მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 30-მდე სამხედრო მოსამსახურე დაშავებულთა სიცოცხლის შესანარჩუნებელ ღონისძიებებს სწავლობს და ბრძოლის ველზე დაშავებულების პირველად სამედიცინო დახმარებასა და ევაკუაციაში უნარ-ჩვევებს აუმჯობესებს. 
სწავლების დასკვნითი ეტაპი გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ში ჩატარდება, სადაც საბრძოლო მედიკოსები პრაქტიკულ ნაწილს რეალურ პაციენტებთან გაივლიან.
აღნიშნული სწავლება საბრძოლო მედიკოსების უნარ-ჩვევების შესწავლა/დახვეწას შეუწყობს ხელს, რასაც სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოიყენებენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment