ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ ეს საქმე დასრულდა, ეს საქმე არ დასრულებულა, ვინაიდან კიდევ ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი-ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდა.
„პროკურატურა მთელი ხნის განმავლობაში ცდილობდა, დაეცვა თავისი პირვანდელი ბრალდება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ სასამართლო მოექცეოდა პროკურატურის გავლენის ქვეშ, არ გვექნებოდა ის სურათი, რაც დღეს გვაქვს. გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანობისკენ. სასამართლო კიდევ ერთხელ არ მოექცა პროკურატურის გავლენის ქვეშ და მან მიიღო სამართლიანი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება" განაცხადა ლონდარიძემ.
ადვოკატის თქმით, ზაზა სარალიძე არაერთხელ ამბობდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში სავარაუდო მონაწილე მიხეილ კალანდია იყო.
„კიდევ ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თუნდაც სამოხელეო დანაშუალი, ვინ და რატომ მიიყვანა ეს საქმე აქამდე. საზოგადოებამ თვალ-ყური უნდა მივადევნოთ იმას, თუ როგორ განვითარდება შემდგომ მოვლენები „- განაცხადა ადვოკატმა.
დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დღეს დააკავეს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment