Pages

Friday, June 21, 2019

როგორ ეხმაურება უცხოური მედია გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ გა­მარ­თულ მას­შტა­ბურ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას, დე­მონ­ტრან­ტე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბას, რო­მე­ლიც ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით დას­რულ­და, რუ­სუ­ლი მე­დია ეხ­მა­უ­რე­ბა. „გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა“ - ამ სა­თა­უ­რით აქვს გა­ტა­ნი­ლი ამ­ბა­ვი Russia Today-ს. თბი­ლი­სის ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა „რა­სია სე­ვოდ­ნია“-სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია Russia Today მთა­ვა­რი რე­დაქტრი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის თვა­ლის დევ­ნე­ბა ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„რო­გო­რი ამა­ღელ­ვე­ბე­ლია თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის-ვა­შინგტო­ნუ­რად - თა­ვი­სი რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი­თა და ცრემლსა­დე­ნი გა­ზით - თა­ნაც პირ­და­პირ სის­ხლი­ა­ნი დიქ­ტა­ტუ­რის ბუ­ნა­გი­დან, სა­დაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე ცრემლსა­დე­ნი გაზი უკვე 10 წელ­ზე მე­ტია არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ“, - და­წე­რა რე­დაქ­ტორ­მა ტე­ლეგ­რა­მის სა­კუ­თარ არხზე.
რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა „რია ნო­ვოს­ტი“, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც გუ­შინ სერ­გეი გავ­რი­ლოვს ქვეყ­ნის სპი­კე­რის ტრი­ბუ­ნი­დან სე­სი­ის წაყ­ვა­ნა­ში ხელი შე­უ­შა­ლეს, „რა­დი­კა­ლებს“ უწო­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ გავ­რი­ლო­ვის თქმით, მას რა­დი­კა­ლებ­მა წყა­ლი გა­და­ას­ხეს და დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­თმე­ვას ცდი­ლობ­დნენ.
გა­მო­ცე­მა „ნო­ვა­ია გა­ზე­ტამ" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს პირ­ვე­ლი გვერ­დი მი­უ­ძღვნა, ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მის გახ­სნის­თა­ნა­ვე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­ა­სა­ლაა გა­მო­ტა­ნი­ლი. რუ­სუ­ლი მე­დია ასე­ვე ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის შე­დე­გად რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც და­შავ­დნენ, რომ­ლე­ბიც მოვ­ლე­ნებს ად­გი­ლი­დან აშუ­ქებ­დნენ.
სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე და­სავ­ლუ­რი პრე­საც წერს. მას­შტა­ბურ დე­მონ­სტრა­ცი­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლის ფაქტს ვრცე­ლი სტა­ტი­ე­ბი მი­უ­ძღვნეს ისეთ­მა მსხვილ­მა გა­მო­ცე­მებ­მა და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, რო­გო­რე­ბიც CNN, BBC, Euronews, Reuters და Aljazeera-აა.
გა­მო­ცე­მებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თეს იმა­ზე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი დე­პუ­ტა­ტის ჩა­მოს­ვლამ და მის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის ად­გი­ლის და­კა­ვე­ბამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.
და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, რომ რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჯერ კი­დევ რჩე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად სენ­სი­ტი­ურ სა­კი­თხად. ყვე­ლა გა­მო­ცე­მა თა­ვის მკი­თხველს სტა­ტი­ებ­ში გა­ნუ­მარ­ტავს, რომ 2008 წელს რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ხან­მოკ­ლე, თუმ­ცა სის­ხლი­ა­ნი ომი მოხ­და რის შე­დე­გა­დაც ახლა სა­ქარ­თვე­ლოს მი­წე­ბის 20% რუ­სეთს აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, თბი­ლისს კი მოს­კოვ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­წყვე­ტი­ლი აქვს. Euronews წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც არის ენერ­გო­მა­ტა­რე­ბე­ლი, იმე­დოვ­ნებს, რომ ერთ დღეს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას შეძ­ლებს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment