Pages

Tuesday, June 4, 2019

ისრაელის პირველი ლედი გარდაიცვალა

ისრაელის პირველი ლედი ნეხამა რივლინი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ამის შესახებ Haaretz-ი წერს.
მარტში მას დონორის ფილტვი გადაუნერგეს. პრეზიდენტის მეუღლის გარდაცვალების გამო ისრაელის პრემიერმინისტრმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
„მე და ჩემი მეუღლე სარა ისრაელის ყველა მოქალაქესთან ერთად გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ნეხამა რივლინის გარდაცვალების გამო. ჩვენ მისი გამოჯანმრთელებისთვის მხურვალედ ვლოცულობდით მაშინ, როდესაც ის სიკვდილს ებრძოდა“, - ნათქვამია წერილში.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment