ისრაელის ავიაციამ სირიიის ტერიტორიაზე ავიაიერიში მიიტანა. თელავივში აცხადებენ, რომ სირიის ტერიტორიის დაბომბვა საპასუხო რეაქცია იყო. ამის შესახებ haaretz-ი წერს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, გვიან ღამით, სირიიდან ისრაელის მიმართულებით, 2 რაკეტა გაუშვეს. სამიზნე ჰერმონის მთა იყო. საპასუხო იერიშის შედეგად ისრაელის საჰაერო ძალებმა, გოლანის მაღლობებზე მდებარე სირიის არმიის სამხედრო პოზიციები გაანადგურეს.
დამასკოში ამბობენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment