Pages

Sunday, June 9, 2019

უკრაინა ცხინვალში მიმდინარე დეფაქტო არჩევნებს გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალში ე.წ საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ე.წ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და მის შედეგებს. 
უკრაინა ამ ნაბიჯს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმიზაციის მორიგ მცდელობად მიიჩნევს.
უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ მშვიდობიან ნაბიჯებს, მათ შორის ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის შერიგებას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.  
დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დეფაქტო საპარლამენტო არჩევნებია. სულ გახსნილია 77 ე.წ. საარჩევნო უბანი. აქედან 73 უბანი ე.წ. სამხრეთ ოსეთშია, ერთი მოსკოვში, ერთი სოხუმში და ერთიც ჩრდილოეთ ოსეთში. ე.წ. დეპუტატობა 188 კანდიდატს სურს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment