Pages

Sunday, June 30, 2019

შრი-ლანკაზე ორი ჯალათი დაასაქმეს

შრი-ლანკის მთავრობამ ბოლო 43 წლის განმავლობაში პირველად ჯალათები დაიქირავა. BBC-ის ინფორმაციით, ორი ჯალათი სამსახურში ოთხი პატიმრის დასასჯელად აიყვანეს.
არსებული ვაკანსიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ნარკოვაჭრობის მუხლით მსჯავრდებული ოთხი პატიმრის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღო. 4 პატიმრის ჩამოხრჩობით დაირღვევა მორატორიუმი, რომელიც 1976 წლიდან მოქმედებდა.
თებერვალში გამოცხადებულ ვაკანსიას, რომლის თანახმადაც დამსაქმებლები „ძლიერი ხასიათის მქონე“ ჯალათებს ეძებდნენ, 100-ზე მეტი კანდიდატი გამოეხმაურა. გარდა ამისა, კანდიდატები შრი-ლანკის მკვიდრი 18-45 წლამდე ასაკის კაცები უნდა ყოფილიყვნენ.
ადგილობრივი მედია წერდა, რომ აპლიკანტებს შორის აშშ-ის ორი მოქალაქე და ორი ქალიც იყვნენ. სამსახურის დაწყებამდე ორმა წარმატებულმა კანდიდატმა ორკვირიანი მომზადების კურსიც გაიარეს.
სახელმწიფო სამსახურში მყოფი უკანასკნელმა ჯალათმა თანამდებობა ხუთი წლის წინ თავისი ნებით დატოვა, მას შემდეგ რაც სახრჩობელა ნახა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment