Pages

Saturday, June 15, 2019

აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

პრეზიდენტი აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა. სალომე ზურაბიშვილმა ახლადაშენებული ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება.
„მსგავსი პროფილის სამედიცინო დაწესებულება პირველად იხსნება არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ ასეთი დაწესებულება ამიერკავკასიის მასშტაბითაც პირველია. შენობის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დაიწყო და უმოკლეს ვადებში დასრულდა. მაისში აღიჭურვა საჭირო სამედიცინო ტექნიკით“ - განაცხადა ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა რევაზ ჟღენტმა.  
პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაც.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15-16 ივნისს ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ეწვევა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment